კრივი-რიჰში სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა

კრივი-რიჰში სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა

კრივი-რიჰში პოლიციის ადმინისტრაციის შენობაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 52 დაშავდა, - ინფორმაციას უკრანული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამაშველო ოპერაცია დასრულდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, ამ დროისთვის საავადმყოფოში 19 ადამიანია მოთავსებული, მათგან 3 მძიმე მდგომარეობაშია.