რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს

რუსულმა ძალებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც დედაქალაქის სამ რაიონში შენობებს ცეცხლი გაუჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმა ერთ-ერთ ხიდთანაც დაფიქსირდა. თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა : ობოლონსკის, პოდოლსკისა და გოლოსეევსკის რაიონებში.
დარტყმა ასევე დაფიქსირდა კიევის ერთ-ერთი ხიდის მახლობლად, ღია ტერიტორიაზე.

























