უკრაინის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ 763 კულტურული მემკვიდრეობის ობიექტია დაზიანებული ან განადგურებული

უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში 763 კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი არის დაზიანებული ან განადგურებული.
უწყების ცნობით, აქედან 23 ძეგლი სრულიად არის განადგურებული, 625 - ნაწილობრივ, 115-ის დაზიანების ხარისხი უცნობია.
„განადგურებულია ან დაზიანებულია არქიტექტურის ღირსშესანიშნაობის 241, არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის – 218, ისტორიის – 185, არქიტექტურისა და ისტორიის – 28, მონუმენტური ხელოვნების – 19, ქალაქმშენებლობის და მონუმენტური ხელოვნების – 17, არქეოლოგიის – 18, არქიტექტურის, ქალაქმშენებლობის და ისტორიის – 27, ქალაქმშენებლობის – 5, მეცნიერებასა და ტექნიკის – 2 და სხვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

























