ოლექსი რეზნიკოვი - უკრაინაში დრონების წარმოების ნამდვილი ბუმია

ოლექსი რეზნიკოვი - უკრაინაში დრონების წარმოების ნამდვილი ბუმია

უკრაინის მთავრობამ მოახერხა იარაღისა და აღჭურვილობის შემქმნელი სპეციალისტებისა და მწარმოებლებისთვის პროცედურების გამარტივება, რამაც დრონების წარმოებაში ნამდვილი

ბუმი გამოიწვია, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა."უკრაინაში დრონების წარმოების ნამდვილი ბუმია. ჩვენი პოლიტიკის წყალობით, უკრაინას შეუძლია დამოუკიდებლად უზრუნველყოს ჯავშანი, ჩაფხუტი, ფორმა, ფეხსაცმელი და ა.შ.", - აღნიშნა რეზნიკოვმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, გასულ წელს მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა სამხედრო ტექნიკის მწარმოებლებისთვის პროცედურების გამარტივების ინიციატივას. გადაწყვეტილების თანახმად, პროდუქციის ექსპლუატაციაში გაშვების პროცედურა რამდენიმე კვირას შეადგენს. მანამდე კი ეს პროცესი, შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო.