რუსებმა ორეხოვოში ჰუმანიტარული დახმარების გაცემის ადგილი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა ორეხოვოში ჰუმანიტარული დახმარების გაცემის ადგილი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსულმა ძალებმა ორეხოვოში, საცხოვრებელ ზონას ჰუმანიტარული დახმარების გაცემის დროს მართვადი საჰაერო ბომბით დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იური მალაშკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ოთხი ადამიანი: 43, 45, 47 წლის ქალები და 47 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპნენ“, - წერს მალაშკო „ტელეგრამზე“.

ამასთან, უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.