უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა, ლვოვში აფეთქებების ხმები ისმოდა

რუსული ძალების მიერ შავი ზღვიდან „კალიბრის“ რაკეტების გაშვების გამო, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ლვოვში აფეთქებების ხმები ისმოდა.
"ლვოვის ოლქი. მთავარია: იყავით უსაფრთხო ადგილას. არსებობს ახალი სარაკეტო დარტყმის საფრთხე", - დაწერა ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძვანელმა, მაქსიმ კიზიცკიმ „ტელეგრამზე“.
მისი თქმით, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

























