უკრაინის გენშტაბი - ფრონტის ხაზთან უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარის პოზიციებზე ახალი დარტყმები მიიტანეს

უკრაინის გენშტაბი - ფრონტის ხაზთან უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარის პოზიციებზე ახალი დარტყმები მიიტანეს

უკრაინის გენშტაბი რუსეთის ფედერაციის დანაკარგების შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს.

კერძოდ, რუსული ჯარის პირადი შემადგენლობის კონცენტრაციის რაიონებზე 6 დარტყმა განხორციელდა.

„ფრონტის ხაზთან უკრაინის თავდაცვის ძალებმა ახალი დარტყმები მიიტანეს რუსული ჯარის პოზიციებზე“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციაში.

გარდა ამისა, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის სარაკეტო ჯარების და არტილერიის ქვედანაყოფებმა რუსული მხარის მართვის პუნქტი და 10 საარტილერიო ქვედანაყოფი გაანადგურეს.

ამასთან, რუსულმა ჯარმა 36 საავიაციო და 17 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან დარტყმა განახორციელა.