“რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ - ტყვედ ჩავარდნილ რუს ჯარისკაცებს უკრაინას გადავცემთ

“რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ - ტყვედ ჩავარდნილ რუს ჯარისკაცებს უკრაინას გადავცემთ

“რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ და „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“, რომლებიც ირწმუნებიან, რომ რუსი ჯარისკაცები დაატყვევეს, აცხადებენ, რომ ტყვეებს უკრაინას გადასცემენ.

მანამდე, რუს მებრძოლთა აღნიშნულმა ჯგუფებმა ბელგოროდის გუბერნატორთან შეხვედრა მოითხოვეს, მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ ვიაჩესლავ გლადკოვს „არ ეყო სიმამაცე, თავისი ძვირფასი დრო ტყვეების სიცოცხლეზე გაეცვალა“ და მოლაპარაკებებზე არ მივიდა.

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ გაავრცელა ვიდეო, სადაც აღნიშნულია, რომ გადაწყვიტეს დატყვევებული ჯარისკაცები „უკრაინულ მხარეს გაცვლის პროცედურისთვის“ გადასცენ.

ჯგუფი არ აკონკრეტებს, რამდენი ჯარისკაცი ჰყავთ ტყვედ აყვანილი.