ბელგოროდის გუბერნატორი - უკრაინელებმა ოლქი დაბომბეს, დაშავდა ორი ადამიანი

უკრაინის მოსაზღვრე ოლქის, ბელგოროდის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი უკრაინას ოლქის ტერიტორიის დაბომბვაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, უკრაინული ძალები ერთი საათის განმავლობაში ბომბავდნენ ქალაქ შებეკინოს და დაშავებულია მინიმუმ 2 ადამიანი.
"შებეკინოსთვის ეს ღამე ისევ დაძაბულია. უკრაინული ჯარები ქალაქს ერთი საათის განმავლობაში ბომბავდნენ. წინასწარი მონაცემებით, ორი ადამიანი დაიჭრა. ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, მეორეს მდგომარეობა კი - საშუალო სიმძიმის“, - დაწერა გლადკოვმა „ტელეგრამის“ არხზე.

























