ბელგოროდის გუბერნატორის განცხადებით, უკრაინის საზღვართან ახლოდ მდებარე სოფლებიდან ბავშვების ევაკუაციას განახორციელებენ

ბელგოროდის გუბერნატორის განცხადებით, უკრაინის საზღვართან ახლოდ მდებარე სოფლებიდან ბავშვების ევაკუაციას განახორციელებენ
  • რუსეთის ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, უკრაინის საზღვართან ახლოდ მდებარე სოფლებიდან ბავშვების ევაკუაციას განახორციელებენ.

„ვითარება სასაზღვრო სოფელ შებეკინოში უარესდება“, - აღნიშნა გლადკოვმა.

მისივე თქმით, ისინი ბავშვების ევაკუაციას შებეკინოდან და გრაივორონიდან დღეს იწყებენ.

გლადკოვის განცხადებით, დღეს, პირველ 300 ბავშვს ვორონეჟში გადაიყვანენ. როგორც ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა აღნიშნა, შებეკინოში, ღამით განხორციელებული იერიშების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.