რუსეთის ელჩი - რუსეთს ბრძოლის უზარმაზარი რესურსები აქვს, მას ჯერ კიდევ არ დაუწყია ძალიან სერიოზულად მოქმედება

გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის ელჩი, ანდრეი კელინი აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება კონფლიქტის მნიშვნელოვანი ესკალაციის რისკებს ქმნის.
"კონფლიქტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ომის ესკალაციის ძალისხმევაზე, რომელსაც ნატო-ს ქვეყნები, განსაკუთრებით კი დიდი ბრიტანეთი, ახორციელებენ. ადრე თუ გვიან, რა თქმა უნდა, ამ ესკალაციამ შეიძლება მიიღოს ახალი განზომილება, რომელიც ჩვენ არ გვჭირდება და არ გვინდა. ჩვენ შეგვიძლია მშვიდობის ხვალვე დამყარება", - აღნიშნა ელჩმა.
მისი მტკიცებით, რუსეთს ბრძოლისთვის უზარმაზარი რესურსები აქვს.
„რუსეთს ჯერ კიდევ არ დაუწყია ძალიან სერიოზულად მოქმედება. რუსეთი 16-ჯერ დიდია უკრაინაზე. ჩვენ უზარმაზარი რესურსები გვაქვს“, - აღნიშნა ელჩმა.

























