NYT - რუსეთის ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინელი მებრძოლები არ შესულან

NYT - რუსეთის ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინელი მებრძოლები არ შესულან

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა“ და „რუსეთის თავისუფლების ლეგიონის“ მებრძოლების მიერ რუსეთის ბელგოროდის ოლქში ჩატარებულ ოპერაციაში უკრაინელი მებრძოლები არ მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ The New York Times-ს უკრაინელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

მისი თქმით, ოპერაციის დროს უკრაინელი სამხედროები ძირითადად დამხმარე როლს ასრულებდნენ - იცავდნენ საზღვარს რუსეთის კონტრშეტევის შემთხვევისთვის.

„რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელი მებრძოლები არ შესულან“, - აღნიშნა წყარომ გამოცემასთან საუბარში.

ოფიციალური პირის თქმით, ოპერაციის მონაწილე ქვედანაყოფებმა დანაკარგები განიცადეს, მაგრამ არა იმდენი, რომ ამან გავლენა იქონიოს მათ საბრძოლო მზადყოფნაზე.