რიში სუნაკი - უკრაინაში მიმდინარე ომი კრიტიკულ ფაზაში შედის - თავისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს

რიში სუნაკი - უკრაინაში მიმდინარე ომი კრიტიკულ ფაზაში შედის - თავისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი კრიტიკულ ფაზაში შედის.

მისი თქმით, დასავლეთი მხარს უჭერს უკრაინას და რომ "თავისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს".

„პუტინმა უნდა იცოდეს, რომ არსად არ მივდივართ“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს უკრაინას. „ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - აღნიშნა რიში სუნაკმა.