უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, დნიპროსა და ზაპოროჟიეში აფეთქებების ხმები ისმოდა

უკრაინაში ფართომასშტაბიანი საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო განგაშის მაუწყებელი სიგნალის ხმა ისმოდა ჟიტომირის, ვინიცას, კიევის, ჩერნიგოვის, სუმის, პოლტავას, ჩერკასის, კიროვოჰრადის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, მიკოლაივის, ოდესის, ხერსონის, ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქებში.
მედიის ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ დნიპროსა და ზაპოროჟიეს ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ლისაკმა „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ ოლქმა, თავდაცვის ძალების წყალობით, თავდასხმას გაუძლო.
"ფაშისტები. ტერორისტები. არაადამიანები. მაგრამ თავდაცვის ძალების წყალობით ჩვენ გავუძელით თავდასხმას. დეტალები მოგვიანებით. სერიოზულად მოეკიდეთ საომარი მდგომარეობის წესებს", - დაწერა დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

























