უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა რუსების საბრძოლო მასალის საცავები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, დრონები და სხვა მნიშვნელოვანი სამიზნეები გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მოწინააღმდეგის პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს 20 დარტყმა მიაყენა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინამ მტრის საზენიტო სარაკეტო სისტემებს 8 ავიადარტყმა მიაყენა.
გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინელებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის კუთვნილი Orlan-10 ტიპის ორი სადაზვერვო დრონი გაანადგურეს.
ამასთან, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა რუსების სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ექვს ტერიტორიას, საბრძოლო მასალების ორ საცავს, საწვავი და საპოხი მასალების ორ საცავს, საარტილერიო დანადგარს, საჰაერო თავდაცვის ორ სისტემას და კიდევ ორ მნიშვნელოვან სამიზნეს დაარტყეს.

























