ვოლოდიმირ ზელენსკი მარკ რუტეს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი მარკ რუტეს შეხვდა

Starshield-ის მუშაობაში შეფერხებებისგან მხოლოდ რუსეთი იგებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

“ანტიბალისტიკური რაკეტების მუდმივ სიმწირესთან ერთად, რასაც რუსეთი ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად იყენებს, ფრონტის ხაზზე და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე Starshield-ის მუშაობაში შეფერხებები სერიოზულ გამოწვევებს ქმნის. ეს საგრძნობლად ზღუდავს რეაქტიული “შაჰედების” ჩამოგდების ჩვენს შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, ამისგან სარგებელს მხოლოდ რუსები იღებენ.

ახლა, როდესაც სამმხრივი მოლაპარაკებები გააქტიურდა, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა საჰაერო თავდაცვის ცარიელი სისტემებით არ დარჩეს და რომ თავდაცვის საშუალებები გვქონდეს. ხელოვნური შეფერხებები მშვიდობას არ უწყობენ ხელს - აგრესორს უწყობენ ხელს”, - წერს ზელენსკი.