ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა - სტივ უიტკოფის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდებს ევროპელები შეუერთდებიან

ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა - სტივ უიტკოფის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდებს ევროპელები შეუერთდებიან

ევროპელები უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდებს შეუერთდებიან. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში ქვეყნის დატოვებამდე განაცხადა.

“ისინი ჩვენი პარტნიორები არიან და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩართულები იყვნენ”, - განაცხადა უიტკოფმა.

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს - სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის მოსკოვში შეხვედრა დასრულდა, რომელზეც მათ აბუ-დაბიში გამართული სამმხრივი შეხვედრის ბოლო რაუნდი განიხილეს.

“ვფიქრობ, რომ პროგრესი მიღწეულია. ვფიქრობ, დღეს ადრე მივაღწიეთ მას. ხალხს არ ეგონა, რომ სამმხრივ შეხვედრებს განვაახლებდით. განვაახლეთ. ახალი შეხვედრა დავნიშნეთ”, - განაცხადა უიტკოფმა.

ცნობისთვის, ახლა აშშ-ის წარმომადგენლები დუბლინში გაემგზავრებიან, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან და მოსკოვში გამართული შეხვედრის შესახებ დეტალებს მიაწვდიან.