კიევში დრონი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც, ხანძარი გაჩნდა

კიევში დრონი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც, ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დრონი უკრაინის დედაქალაქის სოლომენსკის რაიონში მდებარე ცხრასართულიან კორპუსს მოხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა.
დრონით დარტყმის შედეგად, კორპუსის მეექვსე-მეშვიდე სართულებზე ხანძარი გაჩნდა, ხოლო მეხუთე სართული ნაწილობრივ ჩამოინგრა.
ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

























