ალექსანდრე სირსკი - „ვაგნერელები“ ბახმუტში თავს ისე გრძნობენ, როგორც ვირთხები ხაფანგში

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრე სირსკის განცხადებით, ბახმუტის გარშემო უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება.
მან ბახმუტთან ახლოს უკრაინელი სამხედროები მოინახულა და მადლობა გადაუხადა 3 დღის განმავლობაში განხორციელებული კონტრშეტევითი ქმედებებისთვის, რამაც მტრის დეზორიენტაცია გამოიწვია. ალექსანდრე სირსკის განცხადებით, „ვაგნერელები“ თავს ახლა ისე გრძნობენ, როგორც ვირთხები ხაფანგში.
„ახლა „ვაგნერელები“ ბახმუტში თავს ისე გრძნობენ, როგორც ვირთხები ხაფანგში, რადგან თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან და ეს შეტევები წარმატებულია”, - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა.
მისი თქმით, ბახმუტის დამცველები აქტიური თავდაცვის პრინციპს იყენებენ, რითაც ანადგურებენ მტრის გეგმებს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს „უფრო მეტი რესურსი".

























