ალექსანდრე სირსკი - უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ

ალექსანდრე სირსკი - უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლის, ალექსანდრე სირსკის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ.

„ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ოპერაცია გრძელდება. ჩვენი ჯარისკაცები ფრონტის ზოგიერთ სექტორში წინ მიიწევენ“, - აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, რუსები აღჭურვილობას და ადამიანურ ძალას კარგავენ.

გუშინ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინელ დამცველებს ამ კვირაში ბახმუტში არც ერთი პოზიცია არ დაუკარგავთ და 2 კილომეტრით წინ წაიწიეს.