ოკუპირებულ მელიტოპოლში ძლიერი აფეთქების ხმა იყო

ოკუპირებულ მელიტოპოლში ძლიერი აფეთქების ხმა იყო

ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, - ამის შესახებ ქალაქის მერი ივან ფედოროვი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

„მელიტოპოლში, ქალაქის ცენტრში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა“, - აცხადებს მერი.

აფეთქების შესახებ ინფორმაცია რუსულმა ძალებმაც დაადასტურეს.

მათი ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა შმიდტის ქუჩაზე აფეთქდა და აფეთქების შედეგად მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომი ავტომობილები დაზიანდა.