პოლონეთმა უკრაინას 14 მიგ-29 თვითმფრინავი გადასცა

პოლონეთმა უკრაინას უკვე გადასცა 14 მიგ-29 თვითმფრინავი. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირში პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლობა “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს.
მათი თქმით, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული 575 ტანკიდან 325 პოლონეთის მიერ იყო მიწოდებული, რაც სხვა მოკავშირეების მიერ გადაცემულ რაოდენობას აღემატება.
“გარდა ამისა, 28 თვითმფრინავიდან, რომელიც უკვე გადასცეს კიევს, პოლონეთმა 14 მიგ-29 გამანადგურებელი გააგზავნა”, - წერია განცხადებაში.

























