ზაპოროჟიეში აფეთქების ხმები ისმოდა

უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში წუხელ, საჰაერო იერიშის დროს, აფეთქების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქალაქსა და ოლქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანმა, ანატოლი კურტევმა ქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდა, სასწრაფოდ გადავიდნენ თავშესაფრებში და საფრთხის დასრულებამდე იქ დარჩნენ.

























