ვოლოდიმირ ზელენსკი - პარტნიორებთან ერთად უკრაინის თავდაცვის ახალ პაკეტებზე ვმუშაობთ - უახლოეს მომავალში შესაბამის ნაბიჯებს ველით

ვოლოდიმირ ზელენსკი - პარტნიორებთან ერთად უკრაინის თავდაცვის ახალ პაკეტებზე ვმუშაობთ - უახლოეს მომავალში შესაბამის ნაბიჯებს ველით

ჩვენი საერთაშორისო ბლოკი პარტნიორებთან უკრაინის თავდაცვის ახალ პაკეტებზე მუშაობს. ახალი გადაწყვეტილებები უკვე სამუშაო დონეზეა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„მეტი დაცვა ჩვენი ცისთვის, მეტი შესაძლებლობა ჩვენი თავდაცვისა და სახმელეთო გადაადგილებისთვის. დღეს რამდენიმე შეხვედრა გავმართე, სადაც განვიხილეთ ეს ყველაფერი. უახლოეს მომავალში ველით შესაბამის ნაბიჯებს ჩვენი პარტნიორებისგან”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე მიწაზე ყოფნის ყოველი დღის შემდეგ ფიქრობენ, რომ წარმატებას მიაღწევენ

„ის ამას ვერ იზამს. ჩვენ უნდა დავუბრუნოთ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა მთელ უკრაინულ მიწას - მთელ ევროპულ მიწას. ჩვენ ამას გავაკეთებთ! მტერს ჩვენი მიწის არც ერთ ნაჭერს არ დავუტოვებთ - ტირანია ვერსად გამეფდება“, -აღნიშნა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც ეხმარებიან უკრაინას, გაძლიერებასა და თავდაცვის გააქტიურებაში.