უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა - კიევში აფეთების ხმა ისმოდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა - კიევში აფეთების ხმა ისმოდა

უკრაინის ყველა ოლქში, დღეს დილით, საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განგაში თავდაპირველად ხარკოვის, ზაპოროჟიესა და პოლტავას ოლქებში გამოცხადდა, მოგვიანებით კი, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.

კიევში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქსა და მის შემოგარენში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.

საჰაერო განგაში ნიშნავს, რომ არსებობს დარტყმის საშიშროებაა. მოქალაქეებს ურჩევენ, თავშესაფრებში გადავიდნენ.