მედია - აშშ უკრაინისთვის 1.2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარები პაკეტს გამოაცხადებს

მედია - აშშ უკრაინისთვის 1.2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარები პაკეტს გამოაცხადებს

შეერთებული შტატები უკრაინისთვის დახმარების ახალი, 1.2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების გამოცხადებას გეგმავს, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პაკეტი მოცავს დრონებს, საარტილერიო საბრძოლო მასალასა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, ასევე სხვა შესაძლებლობებს.

ამასთან, დახმარების პაკეტის მიწოდება უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში განხორციელდება, რაც ნიშნავს, რომ ის იქნება შეთანხმებული და შეძენილი მწარმოებლებისგან და არა უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს მარაგებიდან ამოიღებენ.

ამასთან, USAI-ით გათვალისწინებული დახმარების პაკეტები გამიზნულია არა იმისთვის, რომ უკრაინას იარაღი ამჟამინდელი საჭიროების მიხედვით მიაწოდოს, არამედ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის საშუალო და გრძელვადიანი მარაგი შექმნას.

გასულ კვირას პენტაგონმა უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც მოიცავდა დამატებით საბრძოლო მასალას HIMARS-ის სარაკეტო სისტემისთვის, საარტილერიო და სატანკო საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და სხვა.