რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ადმინისტრაცია - ზაპოროჟიედან 1600-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ადმინისტრაცია - ზაპოროჟიედან 1600-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ზაპოროჟიეს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ადმინისტრაციის ინფორმაციით, 1600-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ევგენი ბალიცკიმ განაცხადა, რომ ევაკუირებულებს შორის 660 არასრულწლოვანია.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი „გუბერნატორის“ მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ევაკუაცია, რომელიც პარასკევს დაიწყო, აუცილებელი ზომა იყო, რადგან ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე დასახლებების დაბომბვის ინტენსივობა გაიზარდა.

რუსეთი ზაპოროჟიეს დიდ ნაწილს აკონტროლებს და ევაკუაცია უკრაინის მხრიდან მოსალოდნელი კონტრშეტევის ფონზე ხორციელდება. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთი ევაკუაციას უკრაინელების იძულებითი დეპორტაციისთვის იყენებს.