მედია - ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებს ეწვია, ის ჰააგაში სიტყვით გამოვა

მედია - ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებს ეწვია, ის ჰააგაში სიტყვით გამოვა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთიდან ნიდერლანდებში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა Nieuwsuur-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეისთვის დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა ჰააგაში თემაზე : "არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე".

უკრაინის პრეზიდენტი ასევე ეწვევა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც იძიებს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებს.

აღსანიშნავია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებს პრეზიდენტის რანგში პირველად ეწვია.