უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა, კიევსა და ოდესაში აფეთქებების ხმები ისმოდა

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა, კიევსა და ოდესაში აფეთქებების ხმები ისმოდა

უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, კიევის მოსახლეობა დაბომბვის საფრთხის შესახებ გააფრთხილეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომდედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს.

კიევის გარდა, საჰაერო განგაში გამოცხადა ოდესის, მიკოლაივის, პოლტავას, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, ხერსონის, ვინიცის ოლქებში, ასევე ლუგანსკის ოლქსა და ყირიმში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოდესაში აფეთქებების ხმები ისმოდა.

ცნობისათვის, უკრაინაში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაბომბვის გაზრდილი საფრთხე არსებობს. კერძოდ, საუბარია დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქზე.

3 მაისს რუსეთმა ხერსონის ოლქი დაბომბა. თავდასხმების შედეგად 21 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 48 კი დაშავდა. უკრაინის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სუპერმარკეტს, ბენზინგასამართ სადგურს, რკინიგზის სადგურს და სხვა ობიექტებს დაარტყეს.