ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად დაღუპულია 21 და დაჭრილია 48 ადამიანი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად დაღუპულია 21 და დაჭრილია 48 ადამიანი

ხერსონის ოლქში ამ მომენტისთვის 21 გარდაცვლილი და 48 დაჭრილია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 მაისს რუსეთის მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შემდეგ განაცხადა.

“მსოფლიო ამას უნდა ხედავდეს და იცოდეს.

რკინიგზის სადგური და გადასავლელი, სახლი, სამშენებლო მაღაზია, სასურსთო სუპერმარკეტი, ბენზინგასამართი სადგური - იცით რა აერთიანებს ამ ადგილებს? სისხლიანი კვალი, რომელსაც რუსეთი თავისი ჭურვებით ტოვებს და ხერსონსა და ხერსონის ოლქში მშვიდობიან ხალხს კლავს.

ამ მომენტისთვის 21 გარდაცვლილი ადამიანია! 48 დაჭრილი! ყველა სამოქალაქო! ერთ არასრულ დღეში! ერთ ოლქში! ჩემი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

დამნაშავეებს არასდროს არ ვაპატიებთ. დავამარცხებთ ბოროტება ქვეყანას და ყველა დამნაშავეს ვაიძულებთ პასუხი აგონ”, - წერს ზელენსკი.