გენერალური შტაბი - უკრაინის საჰაერო ძალებმა გასულ დღეს რვაჯერ დაარტყეს რუსეთის პოზიციებს

გენერალური შტაბი - უკრაინის საჰაერო ძალებმა გასულ დღეს რვაჯერ დაარტყეს რუსეთის პოზიციებს

უკრაინის საჰაერო ძალებმა გასულ დღეს რვაჯერ დაარტყეს რუსეთის პოზიციებს. ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

ამავე ცნობით, უკრაინელებმა ჩამოაგდეს მტრის ვერტმფრენი Mi-24 და მტრის ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი (ორი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10 და Zala, ასევე ორი კამიკაძე თვითმფრინავი)",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამავდროულად, რუსეთმა განახორციელა რვა სარაკეტო დარტყმა, მათ შორის დასახლებულ პუნქტებზე. დაფიქსირდა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი, ასევე საცხოვრებელი კორპუსების და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და დაზიანება.