ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, სოფელ ველიკა ნოვოსილკაზე რუსული იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, სოფელ ველიკა ნოვოსილკაზე რუსული იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა დღეს დონეცკის რეგიონში, სოფელ ველიკა ნოვოსილკაზე განხორციელებული რუსული იერიშის შედეგად.

ერმაკმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე რუსული თავდასხმის ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა.

„მტერმა სატანკო თავდასხმა განახორციელა ველიკა ნოვოსილკაზე. იერიში მიიტანეს მშვიდობიან მოსახლეობაზე. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას ერთი გარდაცვლილისა და ორი დაჭრილის შესახებ“, - აღნიშნა ერმაკმა.