დიმერში რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა

დიმერში რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა

კიევის ოლქის დიმერის დასახლებაში რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი შენობის ნანგრევებიდან კიდევ ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს და დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 6 ადამიანი.

ასევე ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა, თავდასხმიდან რამდენიმე საათში, ნანგრევებიდან 7 წლის ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს. ნანგრევებიდან 79 წლის ქალი ამოიყვანეს დღეს გამთენიისასაც.

ცნობისთვის, რუსებმა კიევის ოლქის დიმერის დასახლებას გუშინ დაარტყეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი შენობა დაინგრა.