ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავარიის შედეგად რვა ავტომობილი დაზიანდა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავარია მოხდა, რომლის შედეგადაც რვა ავტომობილი დაზიანდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმის წარმოება ადმინისტრაციული კოდექსით არის დაწყებული.
ფოტოს "ფორმულა" ავრცელებს.

























