„ტვ პირველი“ - თბილისის მერია იტყუება და დეზინფორმაციის გავრცელებით თავს ესხმის „ტვ პირველს“

„ტვ პირველი“ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც ინფორმაციაში ნათქვამი, თბილისის მერია იტყუება და დეზინფორმაციის გავრცელებით თავს ესხმის „ტვ პირველს“.
„2026 წლის 22 ნოემბერს, თბილისის მერიამ, გაავრცელა ტყუილი „ტვ პირველის“ შესახებ. თითქოს არხმა გაავრცელა ცნობა, რომ ფონიჭალაში კორპუსის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა პანაშვიდზე ეკლესიაში, მერიის წარმომადგენლები არ მისულან. ეს არის დეზინფორმაცია.
"პირველებში", 15:00 საათზე, ჟურნალისტმა ჩართვის დროს თქვა, რომ ხალხის მოწყობილ მემორიალთან, სადაც მოქალაქეები იკრიბებოდნენ, სათამაშოები და ყვავილები მიჰქონდათ, არ იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ამ ჩართვაში საერთოდ ნახსენებიც კი არ ყოფილა ტაძარში მიმდინარე პანაშვიდზე მერიის რომელიმე წარმომადგენლის არ დასწრება.
გლოვის დღესაც კი, კალაძის PR ჯგუფი, სიყალბით თავს ესხმის კრიტიკულ მედიას. ეს არ არის პირველი შემთხვევა. სხვადასხვა თემაზე, პასუხისმგებლობისგან გასაქცევად კალაძის PR ჯგუფი ცდილობს აგრესია მედიისკენ მიმართოს, დასმული კითხვების, ან მოძიებული ინფორმაციის გამო. ამ ჯგუფს, რომელიც პიარის გამო სამი წლის პაციენტს, ფოტოკამერებით დაადგა თავს პალატაში ხოლო პიარ ჯგუფის ხელმძღვანელის გადაღებულ კადრებს „კალაძის მხარდამჭერთა“ გვერდზე ავრცელებდა, წესად ექცა მედიაზე თავდასხმა. მოვუწოდებთ შეწყვიტონ მცდარი ცნობებს გავრცელება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























