ანდრეი სიბიგა უკრაინაზე თავდასხმაზე - ევროპა თითოეულ ინციდენტს იზოლირებულად ვერ უპასუხებს - რეაგირება ამ მზარდი საფრთხის წყაროს, პუტინის რუსეთის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული

ანდრეი სიბიგა უკრაინაზე თავდასხმაზე - ევროპა თითოეულ ინციდენტს იზოლირებულად ვერ უპასუხებს - რეაგირება ამ მზარდი საფრთხის წყაროს, პუტინის რუსეთის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული

რუსეთის მიერ მოკლული ყველა მშვიდობიანი მოქალაქის სისხლი პუტინის ხელებზეა და ასევე ის პასუხისმგებელია მისი ბრძანებით ჩადენილ ყველა დანაშაულზე, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, კრემლი აგრძელებს ესკალაციას და ევროპაში რუსეთის მხრიდან პროვოკაციების მზარდი რაოდენობა აჩვენებს, რომ მისი კონფრონტაციის სურვილი უკრაინის ფარგლებს სცდება.

სიბიგას ინფორმაციით, რუსული დრონი კიევის ოლქის დიმერის დასახლებაში საცხოვრებელ შენობას მოხვდა, რის შედეგადაც ის ნაწილობრივ განადგურდა, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება.

„ევროპა თითოეულ ინციდენტს იზოლირებულად ვერ უპასუხებს, რეაგირება ამ მზარდი საფრთხის წყაროს, პუტინის რუსეთის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული. უკრაინის გაძლიერება და მოსკოვისთვის იმ რესურსების ჩამორთმევა, რომლებიც მას აგრესიის გასაგრძელებლად სჭირდება, პირდაპირი ინვესტიციაა მთელი კონტინენტის უსაფრთხოებაში“, - წერს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.