რუსეთის საპატრიარქოს ინფორმაციით, მიტროპოლიტმა თეოდორემ პატრიარქ კირილს უთხრა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონიკურ სამართალს იცავს და მათთვის მიუღებელია ისეთი ვინმეს აღიარება, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია

რუსეთის საპატრიარქოს ინფორმაციით, მიტროპოლიტმა თეოდორემ პატრიარქ კირილს უთხრა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონიკურ სამართალს იცავს და მათთვის მიუღებელია ისეთი ვინმეს აღიარება, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია

ჩვენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ყოველთვის ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ კანონიკურ სამართალს. ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ისეთი ვინმეს აღიარება, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია, - რუსეთის საპატრიარქოს ინფორმაციით, ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ რუსეთის პატრიარქ კირილს განუცხადა.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ყოველთვის ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ კანონიკურ სამართალს. ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ისეთი ვინმეს აღიარება, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია, და არავითარ ზეწოლას არ დავემორჩილებით. ძალიან გვიხარია, რომ თქვენც, თქვენო უწმინდესობავ, ასევე მტკიცედ იცავთ მართლმადიდებლობას და ვილოცებთ თქვენთვის“, - ციტირებს რუსეთის საპატრიარქო ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს.

რუსეთის საპატრიარქო აღნიშნავს, რომ 21 ნოემბერს მოსკოვში, დანილოვის მონასტერში, საპატრიარქო-სინოდალურ რეზიდენციაში გაიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვედრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციასთან, რომელიც მოსკოვში ჩავიდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.