ფინეთის თავდაცვის სამინისტრო - ბალტიის ზღვაში რუსულ სავაჭრო გემზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

ბალტიის ზღვაში რუსულ სავაჭრო გემზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას ფინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ფინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსულ სავაჭრო გემზე თავდასხმა საერთაშორისო წყლებში, ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელდა.
„თავდაცვის ძალებმა ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო და საზღვაო შეზღუდვები აამოქმედეს“, - აცხადებს ფინეთის თავდაცვის სამინისტრო.
უწყების ცნობით, დრონებით თავდასხმის შედეგად გემი დაზიანდა.

























