ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკულ მხარეს უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი შეხვედრის გამართვა შობამდე სურს

ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკულ მხარეს უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი შეხვედრის გამართვა შობამდე სურს

ამერიკულ მხარეს უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი შეხვედრის გამართვა შობამდე სურს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„უსაფრთხოების საკითხებში ჩვენი მრჩევლები შეხვედრებს გამართავენ, რათა დღის წესრიგი და შეხვედრის შინაარსი მოამზადონ. ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ ამის გაკეთება შობამდე სურთ. მე დავთანხმდი, რადგან ეს რაც უფრო მალე მოხდება, მით უკეთესი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინას აშშ-ის მხრიდან მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიწვევა ჯერჯერობით არ მიუღია.

„ამერიკულ მხარეს ბევრმა ლიდერმა შესთავაზა, რომ უკრაინა ოფიციალურად მიიწვიოს. ჯერჯერობით მიწვევა არ მიგვიღია, მაგრამ თუ მივიღებთ აუცილებლად ჩავალთ. შეიძლება თუ არა სამმხრივი შეხვედრა „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ჩატარდეს? მჯერა, რომ კი. მოვისმინეთ, რომ ზოგიერთი კონგრესმენი ტრამპის მიერ პუტინის მიწვევას მხარს არ უჭერს. მაგრამ, თუ ტრამპი უკრაიანას მიიწვევს, მაშინ ეს უკვე სულ სხვა ამბავი იქნება, რადგან სამმხრივ შეხვედრას ყველა მხარს დაუჭერს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე, ზელენსკის ცნობით, აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე ექვს კანდიდატურას განიხილავს.

ზელენსკის განცხადებით, კანდიდატებს შორის არიან: ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კისლიცა, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრები დმიტრო კულება და პავლო კლიმკინი, აშშ-ში უკრაინის ყოფილი ელჩი ოქსანა მარკაროვა და საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრი ანდრეი სიბიგა.