ცოტნე ივანიშვილი - რთულია სიტყვებით გადმოსცე ის უმძიმესი ტკივილი, რასაც განვიცდით თითოეული ქართველი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო - ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ჩვენს ქვეყანას ამ მძიმე განსაცდელს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

როგორც ცოტნე ივანიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რთულია სიტყვებით გადმოცემა იმ ტკივილის, რასაც თითოეული ქართველი აღნიშნული ტრაგედიის გამო განიცდის.

„რთულია სიტყვებით გადმოსცე ის უმძიმესი ტკივილი, რასაც განვიცდით თითოეული ქართველი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ჩვენს ქვეყანას ამ მძიმე განსაცდელს. მარადიული ხსოვნა გარდაცვლილთა სულებს”, - წერს ცოტნე ივანიშვილი სოციალურ ქსელში.