სომეხთა სამოციქულო ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას დღესასწაულობს

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქია საქართველოში დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ზეიმობს.
ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„დღესასწაული უკავშირდება სამი წლის მარიამის მშობლებთან განშორებასა და საზეიმოდ ტაძრად მიყვანებას.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიას საქართველოში და მის მრევლს დღესასწაულს ულოცავს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

























