დონალდ ტრამპი - ამ ეტაპზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი არ მსურს, ჯერ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ - პუტინთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მას რთული პერიოდი აქვს, რადგან ომშია, რომელიც ერთი დღე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა უკვე 5 წელია გრძელდება

დონალდ ტრამპის განცხადებით, შეთანხმების მიღწევამდე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი არ სურს.
„ამ ეტაპზე უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი არ მსურს, რადგან ჯერ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აშშ-ის მეგობარია თუ არა, ტრამპმა უპასუხა, რომ „ამერიკის სახელით ვერ ისაუბრებს“.
„ვთვლი, რომ ის ადამიანია, ვისთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. ახლა მას რთული პერიოდი აქვს, რადგან ომშია, რომელიც ერთი დღე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა უკვე ხუთი წელია გრძელდება. მიმაჩნია, რომ პუტინთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ სი ძინპინთანაც. ეს ძალიან კარგია, რადგან ამის გამო ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოდ არის“, - აღნიშნა ტრამპმა.

























