The Financial Times - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სურს, რომ უკრაინამ და რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმებას იანვრამდე მიაღწიონ

The Financial Times - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სურს, რომ უკრაინამ და რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმებას იანვრამდე მიაღწიონ

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სურს, რომ უკრაინამ და რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმებას იანვრამდე მიაღწიონ, - ინფორმაციას გამოცემა The Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებს მისი სურვილის შესახებ განუცხადა, რომ კიევმა მოსკოვთან სამშვიდობო შეთანხმებას იანვრის დასაწყისამდე მიაღწიოს, იქამდე, ვიდრე კონგრესში კონტროლს „დემოკრატები“ ოფიციალურად მოიპოვებენ.

ერთ-ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ „ამერიკელები აქტიურ ზეწოლას ახდენენ და არსებობს შეშფოთება, რომ შეთანხმების მიღწევასთან მიახლოებისთვისაც კი უკრაინის მხრიდან მნიშვნელოვანი დათმობები იქნება საჭირო“.

„ამერიკელებს ეჩქარებათ, პუტინს კი არა“, - განაცხადა კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა.

უკრაინელი ოფიციალური პირის თქმით, ვადების დადგენის გამო კიევი შეშფოთებულია, რადგან შესაძლოა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვის პირობებით შეთანხმებაზე წასვლა აიძულონ.

„ტრამპს პუტინი მოსწონს და სურს ეს ყველაფერი იანვრამდე დაასრულოს“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.

მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება იანვრამდე შედგება, რუსეთმა „შესაძლოა უკეთესი პირობები მიიღოს“.