დონალდ ტუსკი - პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა შემთხვევითობას არ ჰგავს

პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა შემთხვევითობას არ ჰგავს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„პოლონეთის საჰაერო სივრცე სამმა რუსულმა ობიექტმა დაარღვია“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
ტუსკის თქმით, ერთ-ერთი რუსული ობიექტი პოლონეთის საჰაერო სივრცეში აფეთქდა.
„არაფერი დაზიანებულა და მსხვერპლი არ არის, მაგრამ ეს ნათლად აჩვენებს, რომ მომდევნო თვეები ჩვენთვის სერიოზული გამოცდის თვეები იქნება“, - აღნიშნა ტუსკმა.
დონალდ ტუსკმა გამოაცხადა, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე შაბათს, 21 ნოემბერს, ვარშავას ეწვევა.
ასევე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება წინასწარგანზრახულ პროვოკაციას ჰგავს.
„შემთხვევითობა არ არის, რომ ეს ობიექტები იმ ადგილის მახლობლად ჩამოვარდა, სადაც „მსურველთა კოალიციის“ წვრთნები მიმდინარეობს“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

























