პროკურორი განმარტავს, რატომ ტარდება ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი ღია რეჟიმში

პროკურორი განმარტავს, რატომ ტარდება ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი ღია რეჟიმში

პროცესის დასაწყისს, სასამართლომ საკუთარი ინიციატივით აღნიშნა, რომ საჯაროობის პრინციპიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ აღნიშნული პროცესი უნდა გაგრძელებულიყო საჯარო რეჟიმში, შესაბამისად, იყო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. - ამის შესახებ პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე, დღეს გაიმართა პირველი სასამართლოს სხდომა, რომელიც შეეხებოდა არსებით განხილვას, კერძოდ ბრალდების მხარემ, წარმოთქვა შესავალი სიტყვა, მათ შორის დაცვის მხარემაც ისარგებლა შესავალი სიტყვის უფლებით.

„პროცესის დასაწყისს, სასამართლომ საკუთარი ინიციატივით აღნიშნა, რომ საჯაროობის პრინციპიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ აღნიშნული პროცესი უნდა გაგრძელებულიყო საჯარო რეჟიმში, შესაბამისად, ეს იყო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მიიჩნევს, რომ სხდომა შეიძლება დაიხუროს და მათ შორის შეიძლება იყოს ღია სასამართლოს ინიციატივით, ან მხარის შუამდგომლობით. დღეს უკვე სასამართლომ თავად მიიღო გადაწყვეტილება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილება, აქ მხარეებს პროტესტი არ გამოუთქვამთ, შესაბამისად ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მის მიერ მიღებული და მან იცის რა დაედოს ამას საფუძვლად. თუმცა სასამართლომ თვითონ განმარტა, რომ ეს იყო საჯაროობის პრინციპი.

ამ ეტაპზე სასამართლო სხდომები, არის სრულად საჯარო, მომავალში თუ იქნება იმის ალბათობა, რომ შესაძლებელია მსგავსი სახის [საიდუმლოების შემცველ მასალები, საიდუმლო ინფორმაციის გაჟღერება მოწმეების დაკითხვისას] ინფორმაცია გაჟღერდეს, შეიძლება სასამართლომ მიიჩნიოს,რომ აუცილებელია ნაწილობრივ ან სრულად დახურვა, თუმცა ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის“- აღნიშნა ანი ლეკიაშვილმა.

ანი ლეკიაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ღარიბაშვილის იმ წერილსაც გამოეხმაურა, სადაც ღარიბაშვილი მორალურ ზეწოლაზე საუბრობდა და განმარტა, რომ „იმ კონკრეტულ განცხადებებში, მითითებული გარემოებები საკმარისი არ აღმოჩნდა გამოძიების დასაწყებად.“

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უკვე გაავრცელა ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია, სადაც მითითებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ განცხადებაში, მანამდე მოყვანილი გარემოებები იყო ზოგადი, შეიცავდა გარკვეულ ბუნდოვანებას, ამ ბუნდოვანების დასაზუსტებლად იყვნენ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები მასთან შესული, თუმცა მან ამაზე ური განაცხადა.

იმ კონკრეტულ განცხადებებში მითითებული გარემოებები საკმარისი არ აღმოჩნდა გამოძიების დასაწყებად. სწორედ იმ გასაუბრების შემდეგ გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომელსაც შეგვიძლია სრულად ვენდოთ.“- აღნიშნა ანი ლეკიაშვილმა.