„შაბათის მარში“ 21 ნოემბერს არ გაიმართება

ფონიჭალის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად 21 ნოემბერს დაგეგმილი შაბათის მარში არ გაიმართება.
ამის შესახებ მსვლელობის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა.
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

























