დაუნინგ სთრითი - ევროკავშირსა და გაერთიანებული სამეფო შორის შეთანხმება მიღწეულია - ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაგრძელდება

დაუნინგ სთრითი - ევროკავშირსა და გაერთიანებული სამეფო შორის შეთანხმება მიღწეულია - ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაგრძელდება

გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი შეთანხმდნენ ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ შეთანხმებაზე, რომელიც მოიცავს სურსათისა და სასმელების სფეროს, ემისიებით ვაჭრობას და ახალგაზრდებისთვის მობილობის ახალ სქემას. თუმცა ევროკავშირის სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის ოდენობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გადაუჭრელია, - ინფორმაციას The Guardian-ი დაუნინგ სთრითზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შეთანხმება მიღწეულია - მოლაპარაკებები დასრულებულია“, - განაცხადა დაუნინგ სთრითის წარმომადგენელმა მას შემდეგ, რაც ერთ საათზე ნაკლები იყო გასული პრემიერ-მინისტრს ენდი ბერნჰემის ბრიუსელში, ევროკავშირი-გაერთიანებული სამეფოს სამიტის ჩატარების ადგილზე მისვლიდან, სადაც მას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა დახვდნენ.

ახლა ორივე მხარე ახალგაზრდების მობილობის სქემის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული (SPS) შეთანხმებისა და ემისიებით ვაჭრობის სქემის განხორციელებაზე იმუშავებს.

მხარეები შეთანხმდნენ, თუ როდის შევა თითოეული მათგანი ძალაში. შესაბამისი თარიღები ასახულია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდება. როგორც ყველა საერთაშორისო შეთანხმების შემთხვევაში, თითოეულ ქვეყანაში არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც ახლა უნდა დაიწყოს. გარკვეულ საკითხებზე მოლაპარაკებები კი გაგრძელდება - ამის შესახებ მოგვიანებით გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში იქნება ნათქვამი”, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის პრესსპიკერმა.