სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე პირველი არსებითი სხდომა, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე პირველი არსებითი სხდომა, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პირველი არსებითი სხდომა, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღეს, დახურულ კარს მიღმა მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. პროცესს არ ესწრება ბრალდებული ყოფილი პრემიერიც.

ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა“, “გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის “ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.