საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება კორპორატიულ სექტორს ფონიჭალაში დაზარალებული ოჯახების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება კორპორატიულ სექტორს ფონიჭალაში დაზარალებული ოჯახების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მიმართავს კორპორატიულ სექტორს, შემოუერთდეს ჰუმანიტარულ ძალისხმევას. კომპანიების ფინანსური თუ მატერიალური კონტრიბუცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დაზარალებულმა 28 ოჯახმა დროულად მიიღოს საჭირო მხარდაჭერა და შეძლოს კრიზისულ ვითარებასთან გამკლავება.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე რეაგირების პროცესში საწყისი ეტაპიდანვე ჩაერთო. ორგანიზაციის კატასტროფებზე რეაგირებისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის გუნდები ადგილზე მობილიზდნენ, რათა დახმარება გაეწიათ დაზარალებული მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის.

პირველადი ჰუმანიტარული რეაგირების ფარგლებში, ადგილზე მყოფ პირებს დაურიგდათ სასმელი წყალი, საკვები პროდუქტები, პლედები და ქოლგები. პარალელურად, გრძელდება ოჯახების საჭიროებების დეტალური შეფასება და ფსიქოსოციალური დახმარების გაწევა.

ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია რეალურად შევუმსუბუქოთ ყოფა ადამიანებს, რომლებსაც დღეს ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ.

თანამშრომლობისა და დახმარების გაწევის მსურველ კომპანიებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ:

  • ელფოსტა: RM@redcross.ge
  • საბანკორეკვიზიტები:
  • GE44TB7406736120100003
  • GE91BG0000000683916102
  • საკონტაქტოტელეფონი: +995 599 409 906 / +995 595 080 971
  • ცხელიხაზი: 032 2 501 105

ინდივიდუალური დონაციისთვის იხილეთ ბმული ან დაასკანერეთ

(R)