ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტივ უიტკოფთან, ჯარედ კუშნერთან და ევროპელ მრჩევლებთან უსაფრთხოების გარანტიები განიხილა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტივ უიტკოფთან, ჯარედ კუშნერთან და ევროპელ მრჩევლებთან უსაფრთხოების გარანტიები განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრა გამართა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან, ჯარედ კუშნერთან და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ევროპის ქვეყნების მრჩევლებთან.

“მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებების პროცესში ევროპას, უკრაინასა და ამერიკას შორის თანამშრომლობა სულ უფრო მჭიდრო ხდება. უკრაინა თავიდანვე ამ მიდგომას უჭერდა მხარს — ჩვენს შორის მაქსიმალურ კოორდინაციას ყველაფერში, რაც ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოებასა და მომავალს ეხება. შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების გარანტიებზე, რაც რუსეთისთვის რეალურ შემაკავებელ ფაქტორად იქცევა”, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

მან იმედი გამოთქვა, რომ ამერიკული მხარე ხელს შეუწყობს გუნდების დონეზე პირველი მრავალმხრივი შეხვედრის რაც შეიძლება მალე ორგანიზებას ევროპის სრული მონაწილეობით.